Sunday, July 10, 2016

მეცხრე დღე-გავიხსენეთ წინა დღის ტრენინგი. გავაკეთეთ ბმულები და ვისწავლეთ მათი
გაგზავნა, გავაკეთეთ ჩვენი პრეზენტაციის მოკლე მიმოხილვა, ასევე გავლილი ტრენინგე-
ბის შეჯამება. ჩემთვის ძალიან საინტერესო და აუცილებელი იყო ეს ტრენინგი, რადგან
მომავალი გაკვეთილებისა და პრეზენტაციების ჩატარების დროს გამოვიყენებ ამ ტრენი-
ნგებზე  მიღებულ  ცოდნას. ძალიან მომეწონა ჩეკლისტი, ფაილის შედგენა და ფონის
მიცემა.

Saturday, July 9, 2016

მერვე დღე

გავიხსენეთ წინა დღე, ვნახეთ ტრენერის კომენტარები, დავხვეწეთ ჩვენი აქტივობები,
ვისაუბრეთ დიფერენცირების სწავლებაზე, განვიხილეთ სახელმძღვანელოში მოდული 6
გავწერეთ დავალებები სუსტი,ნიჭიერი და არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის.
პროექტის შაბლონი შევავსეთ ბოლომდე, შევცვალეთ ბლოგის დიზაინი. 

Sunday, July 3, 2016

მეექვსე დღე -კიდევ ერთხელ განვიხილეთ შეფასების ფორმები . ავირციეთ ორი შეფასების ფორმა-1.თანატოლთა ურთიერთშეფასებისა  ფორმა და 2.პრეზენტაციის
ჩეკლისტის ფორმა. პრეზენტაციის ჩეკლისტს გავუკეთეთ ადაპტირება და მოვარგეთ
ჩვენს მოსწავლის ნიმუშს. ჩეკლისტის მიხედვით შევქმენით მოსწავლის სავარაუდო
ნაშრომი, რომელიც ავტვირთეთა ღრუბლებში და გავუზიარე ტრენერს. განვიხილეთ,
რა უნდა ჩაგვეწერა შეფასების მონახაზში , განვმარტეთ თითოეული მეთოდისა და
ინსტრუმენტის გამოყენების მიზანი . მივიღეთ დავალება.

Saturday, July 2, 2016

მეხუთე დღე:გავიმეორეთ წინა დღის მასალა, გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს, ვისაუბრეთ მიმდინარე და საბოლოო შეფასებაზე.განვიხილეთ შეფა-
სების 5 სტრატეგია. თითოეული სტრატეგიიდან ავარჩიეთ ჩვენი პროექტისათვის
საწირო მეთოდები და ინსტრუმენტები,შევიტანეთ პროექტის გეგმის შაბლონში
შეფასების დროის ჩარჩოში. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა ფორმები,კერძოდ,
პრეზენტაციის ჩეკლისტი, თანატოლთა უკუკავშირის ფორმა და პრეზენტაციის
შეფასების რუბრიკა. ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, მივიღეთ
საშინაო დავალებები..


Friday, July 1, 2016

მეოთხე დღე: გავიხსენეთ წინა ტრენინგებზე განვლილი მასალა. ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების მნიშვნელობაზე პროექტებით
სწავლაში.განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების პრეზენტაცია.
გავარჩიეთ ზოგადი და თემატური კითხვები. მოვიფიქრეთ კითხვები ჩვენი პროექტ-
ისათვის.შევიტანეთ გუგლ-დოკებში. გავუზიარეთ ტრენერს.მივიღეთ უკუკავშირი
ტრენერისაგან და ჯგუფის წევრებისაგან.


Friday, June 24, 2016

დღე პირველი - ჩემთვის ძალიან საინტერესოდ დაიწყო ტრენინგი, გავეცანი ინტელის
ძირითადი კურსის მიზნებს და ამოცანებს, ვისწავლე წიგნის ნავიგაცია, მომეწონა კო-
ლეგების ჩართულობა, გავეცანი აგრეთვე სხვადასხვა პროექტებსა და თემებს... საინტე-
რესო და სახალისო იყო ურთიერთგაცნობა. კარგი იქნებოდა ზოგიერთ კოლეგას თვალით
ეკითხა რადგან ძალიან მაღიზიანებს მუშაობის დროს ხმაური.ძალიან დამაინტერესა
წიგნში პროექტების გეგმებმა და საინტერესო საუბრები და დებატები გაიმართა ყველა
თემაზე. იმდენად დამაინტერესა ყველაფერმა ამან, რომ ვფიქრობ, უკვე მოვიფიქრო მალე
ახალი სასწავლო წლისთვის მზად მქონდეს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პრო-
ექტის თემა და გეგმა. ჩემი დაინტერესება და ენთუზიაზმი გამოიწვია ტრენერის -ქალბა-ტონი ხათუნა ციხელაშვილის საინტერესო და ამომწურავი ახსნის შედეგია.