Friday, June 24, 2016

დღე პირველი - ჩემთვის ძალიან საინტერესოდ დაიწყო ტრენინგი, გავეცანი ინტელის
ძირითადი კურსის მიზნებს და ამოცანებს, ვისწავლე წიგნის ნავიგაცია, მომეწონა კო-
ლეგების ჩართულობა, გავეცანი აგრეთვე სხვადასხვა პროექტებსა და თემებს... საინტე-
რესო და სახალისო იყო ურთიერთგაცნობა. კარგი იქნებოდა ზოგიერთ კოლეგას თვალით
ეკითხა რადგან ძალიან მაღიზიანებს მუშაობის დროს ხმაური.ძალიან დამაინტერესა
წიგნში პროექტების გეგმებმა და საინტერესო საუბრები და დებატები გაიმართა ყველა
თემაზე. იმდენად დამაინტერესა ყველაფერმა ამან, რომ ვფიქრობ, უკვე მოვიფიქრო მალე
ახალი სასწავლო წლისთვის მზად მქონდეს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პრო-
ექტის თემა და გეგმა. ჩემი დაინტერესება და ენთუზიაზმი გამოიწვია ტრენერის -ქალბა-ტონი ხათუნა ციხელაშვილის საინტერესო და ამომწურავი ახსნის შედეგია.

No comments:

Post a Comment